მესამე დღე
ვისაუბრეთ სასწავლო
პროექტის დაგეგმვის შესახებ, განვიხილეთ სხვადასხვა
აქტივობები:
1) სტანდარტის
გათვალისწინება, მოსწავლეთა სასწავლო პროცესი
უნდა ეფუძვნებოდეს საგნობრივ
სტანდარტს.მიზნები უნდა იძლეოდეს
დაკვირვებისა და შეფასების
საშუალებას. მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან
აქტივობებზე.
2)
მიმართულების მიმცემი საკვანძო
კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეთა ჩართულობას. ეს კითხვებია
ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.ზოგადი კითხვა
ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა
საგანს შორის კავშირების
დანახვაში. თემატური კითხვა უშუალოდ
უკავშირდება პროექტს და გვეხმარება ზოგად კითხვებზე პასუხის
მოძებნაში. შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე
დაფუძნებული კონკრეტული კითხვებია. დაგვევალა ბუკლეტების
მომზადება.
მე ძალიან
კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.
მეოთხე დღე
განვიხილეთ შეფასების
სხვადასხვა მეთოდები: განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები.
რა არის შეფასების
მიზანი? რა მეთოდებია აქტიური ამ მიზნის შესრულებისთვის? როდის გამოვიყენებ
შეფასების შერჩეულ მეთოდებსა
და ინსრუმენტებს? როგორ გამოვიყენებ
მიღებულ შედეგებს?
ჩვენს მიერ მომზადებული ბუკლეტები
ავტვირთეთ და განვათავსეთ
ბლოგზე. დაგვევალა შეფასების დროის ჩარჩოს შევსება.
No comments:
Post a Comment