Tuesday, November 19, 2013

სამადლობელო

დიდი  მადლობა   მინდა  გადაგიხადოთ, რადგან  ძალიან  დამეხმარეთ  და  ტრენინგი  ბოლომდე  მივიყვანე. კმაყოფილი  ვარ  ამ  ტრენინგით, საინტერესო   და  ნაყოფიერი  იყო. მოკლედ   ყველაფრისთვის  დიდი  მადლობა.............

Monday, November 18, 2013

ჩემი პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე
მოსწავლის  ნამუშევრის  სანახავად  გადადით  ბმულზე.

Sunday, November 3, 2013

proeqtis prezentacia

პროექტის  პრეზენტაციის  სანახავად  გადადით  ბმულზე
ტრენინგის  მეხუთე  დღე
  დღევანდელი  დღე  ძალიან  ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის, რადგან  ყველამ  მოვახდინეთ  ჩვენი  ნაშრომების  პრეზენტაცია. ტრენერმა  მოგვცა  შესაბამისი  რჩევები  და  მითითებები. საერთშევსებაზეოდ  ძალიან  მომწონს  ეს  ტრენინგი. თვითონ  ტრენერი  ძალიან  ყურადღებიანი  და თავისი  საქმის პროფესიონალია. ბევრი  რამ  ვისწავლეთ. ბევრი  ვიმუშავეტ  შეფასების  დროის  ჩარჩოს  .

Friday, November 1, 2013

მესამე  დღე
ვისაუბრეთ   სასწავლო  პროექტის   დაგეგმვის  შესახებ, განვიხილეთ  სხვადასხვა  აქტივობები:
 1) სტანდარტის  გათვალისწინება, მოსწავლეთა  სასწავლო  პროცესი  უნდა  ეფუძვნებოდეს  საგნობრივ  სტანდარტს.მიზნები  უნდა  იძლეოდეს   დაკვირვებისა  და   შეფასების  საშუალებას. მიზნები  არ უნდა  იყოს  ფოკუსირებული  ზოგად  და  ბუნდოვან  აქტივობებზე.
2) მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ფორმულირება, რომელიც  ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა  ჩართულობას. ეს  კითხვებია  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი.ზოგადი  კითხვა  ეხმარება  მოსწავლეებს  სხვადასხვა  საგანს  შორის  კავშირების  დანახვაში. თემატური  კითხვა  უშუალოდ  უკავშირდება  პროექტს  და  გვეხმარება  ზოგად  კითხვებზე  პასუხის  მოძებნაში. შინაარსობრივი  კითხვები  ფაქტებზე  დაფუძნებული  კონკრეტული  კითხვებია. დაგვევალა   ბუკლეტების  მომზადება.
მე  ძალიან   კმაყოფილი  ვარ  ამ  ტრენინგით.
მეოთხე  დღე
განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები: განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი  შეფასებები.  რა  არის  შეფასების  მიზანი? რა მეთოდებია  აქტიური  ამ  მიზნის  შესრულებისთვის? როდის  გამოვიყენებ   შეფასების  შერჩეულ  მეთოდებსა  და  ინსრუმენტებს? როგორ  გამოვიყენებ  მიღებულ  შედეგებს?

ჩვენს  მიერ  მომზადებული   ბუკლეტები   ავტვირთეთ  და  განვათავსეთ   ბლოგზე. დაგვევალა  შეფასების  დროის  ჩარჩოს  შევსება.